GE

SANGU კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკულ სამაგისტრო პროგრამას სრულად დააფინანსებს

უნიკალური შესაძლებლობა ყველას, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობისა ქართული უნივერსიტეტისგან!

SANGU კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკულ სამაგისტრო პროგრამაზე პირველ მიღებას სრულად დააფინანსებს!

SANGU-ს და NKU-ს კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა, პირველია საქართველოში, რომელიც დაინტერესებულ პირებს ამ დარგში მაგისტრის ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა SANGU-სა და Northern Kentucky University-ს მიერ ერთობლივად შემუშავდა და მასზე რეგისტრაციის გასავლელად, საჭიროა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (მინიმალური GPA 2.5), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარების მქონე სერტიფიკატი/შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა და SANGU-სა და NKU-ს ერთობლივი გასაუბრების გავლა. აქვე აღვნიშნავთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა პროფესიაში გაქვთ ბაკალავრის ხარისხი მიღებული, კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, პროფესიის შესწავლას ნულიდან ითვალიწინებს. პროგრამა ორწლიანია და მოიცავს ონლაინ ლექციებს ამერიკელი პროფესორებისგან, გამგზავრებას აშშ-ში NKU-ს კამპუსში, თეორიულ და პრაქტიკულ სემინარებს. ამერიკელი ლექტორები წელიწადში ორჯერ ჩამოვლენ საქართველოში და ადგილზე ჩაატარებენ ლექციებს. კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს ორმაგი ხარისხის – ქართულ-ამერიკულ დიპლომს.

შემეცნებითად დატვირთული 2 წელი გელით. ის მოიცავს შეხვედრებს, ონლაინ ლექციებს ამერიკელ პროფესორებთან, გამგზავრებას აშშ-ში, NKU-ს კამპუსში, თეორიულ ლექციებთან ერთად პრაქტიკულ სემინარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელი ლექტორები წელიწადში ორჯერ საქართველოშიც ჩამოვლენ და აქ ჩაატარებენ ლექციებს. კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ ორმხრივ, ქართულ-ამერიკულ დიპლომს და გახდებით კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და მაღალანაზღაურებადი კადრი ნებისმიერი სექტორისთვის და, რაც ყველაზე დიდი უპირატესობაა, არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის.

გაიგე მეტი

მიიღე საუკეთესო ამერიკული განათლება საქართველოში!
რეგისტრაცია გაგრძელდება 17 ოქტომბრის 17:00 საათამდე.

(რ)

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm