GE

SANGU-ს გუნდი ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კონკურსის ფინალშია

27-28 ნოემბერს ნიუ ვიჟენ-ის უნივერსიტეტის იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა რიგით მეოთხე იმიტირებული დისციპლინური პროცესები ადვოკატთა პროფესიულ ეთიკაში.

იმიტირებულ პროცესებში საქართველოში ავტორიზებული სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან ერთად SANGU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სამართლის პროგრამის სტუდენტები ქეთევან ხურცილავა და მარიამ ოსიყმიშვილი მონაწილეობდნენ.

იმიტირებული პროცესები Covid-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ონლაინ რეჟიმში წარიმართა.

ფინალისტი გუნდები გამოავლინეს პროფესიული ეთიკის სფეროში მოღვაწე ექსპერტ-მსაჯებმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებმა, ეთიკის კომისიის იურისტებმა, პრაქტიკოსმა ადვოკატებმა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით ის გუნდები, რომელბიც ვერ გადავიდნენ ფინალში მიენიჭათ სპეციალური ნომინაციები, ფინალისტმა გუნდებმა კი თანაბარი გამარჯვება მოიპოვეს. მოპოვებული წარმატებისთვის წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდებს გადაეცათ სერთიფიკატები და პრიზები – წიგნის მაღაზიის ვაუჩერები.

უნივერსიტეტი ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

წმ.ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური