GE

SANGU-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

19 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ტრადიციული გაცნობითი სახის შეხვედრა პირველკურსელებთან.

სტუდენტებს სწავლის დაწყება SANGU-ს რექტორმა, ირაკლი ბრაჭულმა მიულოცა:

„ყველა სტუდენტს გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით კი პირველკურსელებს. მინდა გადმოგცეთ ჩვენი უნივერსიტეტის დამფუძნებლის, უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის და SANGU-ში უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის მილოცვა.

„თქვენს ცხოვრებაში ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, დამეთანხმებით, მხოლოდ ხარისხიანი და ინოვაციური განათლება შეცვლის ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას უკეთესობისკენ, ჩვენ ვცდილობთ, ფეხი ავუწყოთ ამ ტენდენციას და გპირდებით, რომ SANGU-ს პროფესიონალ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად, აქ საინტერესო და ნაყოფიერი სტუდენტური წლები გელოდებათ“.

პირველკურსელებს ასევე სიტყვით მიმართეს: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის დეკანმა პაპუნა გურულმა; ბიზნესის, კომპიუტინგის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა; პროფესორებმა – კობა გელაშვილმა, თეა გოგოტიშვილმა, დიმიტრი ნადირაშვილმა, ევა გოცირიძემ, ბიბლიოთეკის დირექტორმა ნათია სადღობელაშვილმა და სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთევან კაცელაშვილმა.

პირველკურსელებთან შეხვედრები მიმართულებების მიხედვით შესაბამისი პროგრამების კოორდინატორთა და პროგრამის ხელმძღვანელთა ჩართულობით გაგრძელდა. სტუდენტები დეტალურად გაეცნენ სასწავლო პროცესისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას და მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური