GE

SANGU სტუდენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

SANGU სტუდენტებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს.

კონკურსის თემატიკა

  • უმაღლესი განათლების გავლენა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე
  • ვირტუალური რეალობისა (Virtual Reality, VR) და გაძლიერებული (Augmented Reality, AR) რეალობის როლი განათლებაში
  • სტუდენტების როლი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში

კონკურსის პირობები

  • საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს ზემოთ ჩამოთვლილი თემებიდან ერთ-ერთს
  • ესე უნდა აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ესეს კრიტერიუმებს
  • საჭიროების შემთხვევაში, შეიცავდეს ციტირებებს და ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის სია
  • ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში, ქართულ ენაზე
  • შრიფტი: Sylfaen
    შრიფტის ზომა: 11
    ინტერვალი: 1.15
    ესეს მოცულობა: 8-12 გვერდი
    მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ
  • ტექსტის ბოლოს მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი და გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საგანმანათლებლო პროგრამა
  • კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი
  • ესეები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: projects@sangu.edu.ge
  • შეტყობინების სათაურში (subject-ველი) მიუთითეთ „ესეების კონკურსი სტუდენტებისათვის“
  • პლაგიატის დადგენის შემთხვევაში ესე მოიხსნება კონკურსიდან

ესეს სტრუქტურა:

  • სათაური;
  • შესავალი (საკითხის ირგვლივ არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი);
  • ძირითადი ნაწილი, თეზისის წარდგენა (ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება);
  • დასკვნა (მსჯელობის შეჯამება);
  • გამოყენებული ლიტერატურის სია

შეფასებისას მხედველობაში იქნება მიღებული შემდეგი კრიტერიუმები:

  • საკითხის სიღრმისეული გააზრება
  • დამუშავებული რელევანტური ლიტერატურა
  • განხილული მაგალითები, ლოგიკური მსჯელობა, ანალიზი, არგუმენტირება
  • ესეს სტრუქტურა
  • აკადემიური წერის სტილის დაცვა
  • ესეს ინოვაციურობა

კონკურსის ეტაპები

  • ესეს მიღება: 2021 წლის 6 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით
  • საკონკურსო კომისიის მუშაობა: 25 – 29 დეკემბერი
  • საუკეთესო ესეების გამოვლენა: 30 დეკემბერი

საკონკურსო ადგილები და პრიზები

კონკურსის შედეგად გამოვლენილი სამი საუკეთესო ესეს ავტორს გადაეცემა სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო:

I ადგილი – 1000 ლარი;
II ადგილი – 700 ლარი;
III ადგილი – 500 ლარი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე projects@sangu.edu.ge

წმ.ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური