GE

საპენსიო ჯილდოს მიღების სურვილი უკვე რამდენიმე ათასმა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა გამოთქვა

საპენსიო ჯილდოს მიღების სურვილი უკვე რამდენიმე ათასმა მასწავლებელმა გამოთქვა. ამის შესახებ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

“ერთი კვირაა რაც მასწავლებლების გამოცდებთან დაკავშირებით სიახლეების შესახებ განვაცხადეთ და უკვე შთამბეჭდავი რიცხვები გვაქვს, როგორც გამოცდებზე დარეგისტრირებულთა მხრივ, ასევე ჯილდოს მიმართულებით. უკვე 20 ათასი მსურველი დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდისთვის, რაც უპრეცენდენტო რიცხვია. ხოლო ჯილდოს მიმართულებით უკვე რამდენიმე ათასია მსურველი”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

როგორც ცნობილია, საპენსიო ასაკის მხოლოდ პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს, პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო გარკვეულ პრივილეგიებს შესთავაზებს. საუბარია 2 წლის ხელფასის ოდენობაზე, რომელსაც პედაგოგი ერთიანად მიიღებს და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შენარჩუნებაზე.

ამავე თემაზე:

როდის და როგორ უნდა მიიღოს საპენსიო ასაკის მასწავლებელმა სახელმწიფო ჯილდო და გავიდეს პროფესიიდან – ვადები და პროცედურა

მინისტრი: სექტემბრიდან ხელფასი გაეზრდებათ მენტორ, წამყვან და უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, რესურსცენტრის ხელმძღვანელებს და სკოლის ადმინისტრაციას

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური