GE

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა ილიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით თბილისის დებატების სკოლა გახსნა

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა (GIDE) პროექტის „დებატები
უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის
მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით თბილისის დებატების სკოლა
გაიხსნა.

დებატების სკოლაში მოსწავლეები ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შეარჩიეს. სკოლაში
გაწევრიანებულ მოზარდებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ჩაერთონ პროექტით
დაგეგმილ ყველა აქტივობაში, კონკურსსა თუ ტურნირში როგორც საქართველოში, ისე
მის ფარგლებს გარეთ.

დებატების სკოლის პირველი კურსი 8 თვე გაგრძელდება.

სწავლებისას ყოველკვირეულად ჩატარდება ორსაათიანი მეცადინეობები, რომლებზეც
ასწავლიან ფორმალური დებატების ტექნიკას და სახალისო აქტივობებით მოსწავლეებს
ისეთ უნარებს განუვითარებენ, რომლებიც მათ აკადემიურ სწავლაში შეუწყობს ხელს.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში
თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-
ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორებიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა,
არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა,
ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური