GE

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ GRUNI-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ თბილისში პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, არასამთავრობო, აკადემიური სექტორის წარმომადგენლებისა და დარგის სპეციალისტების გარდა, 20 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობდა. მათ შორის, გაეროს კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების (UNCTAD) ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გრუნის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია, დეკანის მოადგილეები: ლანა ებრალიძე და ქეთევან მაისურაძე.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები, ამ მიმართულებით საქართველოში დაწყებული რეფორმები, საქართველოსა და ევროპის პრაქტიკული გამოცდილება, მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები და სამომავლო პერსპექტივები.

საგანმანათლებლო სფეროსთან თანამშრომლობის გააქტიურების, სტუდენტთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენის, პრაქტიკული გამოცდილების მიღების, სამეცნიერო და გამოყენებითი კვლევების განხორციელების, ცოდნის გაზიარების, საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობისა და შესწავლის მიზნით საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური