GE

საქართველოს მთავრობა მეწარმეობის სწავლების გაძლიერების წახალისებას გეგმავს

მთავრობა ხელს შეუწყობს აღსაზრდელთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა შემოქმედებითი და მეწარმეობის უნარების განვითარებას სკოლამდელი განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურის ჩათვლით – ვკითხულობთ განათლების ათწლიან სტრატეგიაში, რომელიც საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2022-2032-წლების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ მთავრობა არა მხოლოდ შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებას დაუჭერს მხარს, არამედ ახალი ეკონომიკური სექტორების გაჩენის კვალდაკვალ ასევე წაახალისებს მეწარმეობის სწავლების გაძლიერებას განათლების, მეცნიერებისა და კვლევისა და ინოვაციების სისტემაში.

“კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოში ახალგაზრდები დაინტერესებული არიან მეწარმეობით, მაგრამ მცირე ნაწილი ახერხებს საკუთარი ინტერესების პრაქტიკაში რეალიზებას შესაბამისი რესურსებისა ტრენინგისა და მხარდაჭერის ღონისძიებების ნაკლებობის გამო. დონორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, მთავრობა ხელს შეუწყობს აღსაზრდელთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა შემოქმედებითი და მეწარმეობის უნარების განვითარებას სკოლამდელი განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურის ჩათვლით. ეს კომპონენტი ასევე გაძლიერდება ზრდასრულთა განათლების პროგრამებშიც. გაძლიერდება კლასგარეშე კულტურულ-შემოქმედებითი, შემეცნებითი და სპორტული აქტივობები და წახალისდება მათში გოგოების მონაწილეობა. აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი მიიღებს მხარდაჭერას სამეწარმეო და კომერციული საქმიანობის განხორციელებისთვის, ასევე დაცული იქნება ინტელექტუალური საკუთრების უფლებები”,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

ასევე იხილეთ:

რას გეგმავს მთავრობა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის – 2022-2032 წლების სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური