GE

„საქართველოს საფინანსო სფეროს წარმატებას ფინანსისტების მაღალკვალიფიციურობა განაპირობებს“

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი საქართველოს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პირველ რიგში აისახა. იმის გამო, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორი ძირითადად, უცხოური სამთავრობო, კერძო სექტორის კომპანიებისა თუ ინდივიდუალური ინვესტიციებით იკვებება და არ გააჩნია წარმოების სათანადო სიმძლავრეები, ორი წლით გაჩერებული ეკონომიკის ფონზე მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

საქართველოს ფინანსური სფერო დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორც არის ერთის მხრივ რეგიონის სტაბილურობა, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, არც ერთი ეს ფაქტორი ქვეყნისთვის ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს არ ქმნის.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მოწვეული ლექტორისა და ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტის, რომან ბოკერიას აზრით, ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ არსებული საბანკო სექტორი არ შეესაბამება განვითარებული დასავლური ქვეყნების გამოცდილებასა და რეგულაციებს.
„არ შეიძლება მსხვილი ბანკები დამატებით საქმიანობდნენ სადაზღვევო, სამშენებლო, წარმოების და სხვა ბიზნესებით“, აღნიშნავს ბოკერია. „ასეთი მდგომარეობა ბანკებს აძლევს უპირატესობას შეღავათიანად დააფინანსონ თავიანთი დამატებითი ბიზნესები და მონოპოლისტები გახდნენ არამარტო საბანკო სექტორში არამედ სხვა ბიზნესს მიმართულებეშიც. მსგავსი პრაქტიკა ქმნის არასამართლიან და არაკონკურენტუნარიან საინვესტიციო ბიზნეს გარემოს და აფრთხობს ინვესტიციებს“, ამბობს ის.

რა სჭირდება საქართველოს ფინანსურ სექტორს?

რომან ბოკერიას აზრით, პირველ რიგში, საჭიროა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნეს-პროექტები. ამას გარდა, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე ქვეყანაში მაინც არ არის განვითარებული საფონდო ბირჟები და ქართული კომპანიების აქციებით ვაჭრობა არ ხდება როგორც შიდა ეროვნულ, ისე საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე.

„საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი გააჩია როგორც თავისი გეოპოლიტიკური სტრატეგიული განლაგებით, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტებით და რესურსებით. ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ტერიტორიები ევროპისა და აზიის გასაყარზე შესაძლებლობას იძლევა ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა ბიზნეს-პროექტების განვითარების და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის“, – აღნიშნავს რომან ბოკერია.

სწორედ ქართული ფინანსური სექტორისთვის ხელშესაწყობად, რომან ბოკერიამ ჩამოაყალიბა „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რომლის მიზანიც ქართული კერძო სექტორის კომპანიების აქტივებისა და კონკრეტული ბიზნეს-გეგმების დაფინანსებაა ამერიკის, ევროპისა და აზიის განვითარებული ქვეყნების ინვესტორების მიერ.

„დღეისთვის მიმდინარეობს ქართული კოპანიების დაინტერესება და მათი ასახვა ქართული ბიზნესის „მლს“-ში. აუცილებელია ეროვნულ „მლს“-ში სხვადასხა ქვეყნის უცხოური ინვესტორებვისათვის გასაგები ენით აღვწეროთ თითოეული ქართული კომპანიის ისტორიის, საქმიანობის, პერსპექტივებისა და მისი განვითარებისათვის საჭირო კონკრეტული ბიზნეს-გეგმები. აღნიშნულ პროცესს თან სდევს არებული კომპანიების ფინანსური, იურიდიული და სამომავლო ბიზნესს საქმიანობის შეფასება დასავლეთში არსებული „დიუ-დილიჯენს“ – „Due Diligence” პროცედურებით და ფორმით, რაც გასაგებია უცხოელი ინვესტორებისათვის და დამაჯერებლობას მატებს მათ ინვესტიციების განსახორციელებლად“, – აღნიშნავს რომან ბოკერია.
მეორე მხრივ კი, საქართველოში საჭიროა მაღალი საერთაშორისო დონის ბიზნესის მენეჯერები და სპეციალისტები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს დაიცავენ.

რომან ბოკერია ამ მისიის შესრულებაში მნიშვნელოვან რგოლად საქართველოს უნივერსიტეტებს მოიაზრებს და, მათ შორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსაც.

როგორც CIU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეა ლაზარაშვილი გვიყვება, ფინანსების სპეციალობის სტუდენტები მეორე კურსიდანვე იწყებენ სპეციალობის საგნების შესწავლას – პირველ რიგში – თეორიას, ფინანსების სფეროს ძირითადი ელემენტების საფუძვლებს, შემდეგ კი მომავალი ფინანსისტები სიღრმისეულად შეისწავლიან ისეთ საგნებს, როგორიცაა საბანკო საქმე, საბანკო მენეჯმენტი და მარკეტინგი, საჯარო ფინანსები, კორპორაციული ფინანსები, საერთაშორისო ფინანსები, საგადასახადო საქმე, ინვესტიციები, და სხვა ძირითადი თეორიული საგნები.

თეორიული კომპონენტის ძირითადი ნაწილის გავლის შემდეგ სტუდენტები პრაქტიკის ნაწილზე ინაცვლებენ. ამ პერიოდში მათ შეხება აქვთ ფინანსური და სამეურნეო აღრიცხვის ავტომატიზირებულ სისტემასთან (oris-ბუღალტერია), ფინანსურ ანალიზთან და ბიუჯეტირება/პროგნოზირებასთან, საფინანსო-საბანკო დაწესებულებებში აღრიცხვის მეთოდებთან და ა.შ.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ესაა სასწავლო პრაქტიკა, რომელიც 15-კრედიტიანია. ამის ფარგლებში ჩვენ სტუდენტებს ვუშვებთ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა: კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საფონდო ბირჟა, სადაზღვევო კომპანიები და სხვა კერძო კომპანიები, სადაც ბუღალტერიის კუთხით მოუწევთ პრაქტიკის გავლა“, – ამბობს თეა ლაზარაშვილი.

საბაკალავრო საფეხურზე თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების ასეთი გადანაწილების გამო, CIU-ს ფინანსების სპეციალობის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში თავიანთი სპეციალობით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური