GE

საქართველოს STEM მასწავლებელთა ასოციაცია დაფუძნდა

საქართველოს STEM მასწავლებელთა ასოციაცია დაფუძნებულია საზოგადოებრივ საწყისებზე და მისი მიზანია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM და STEAM განათლების დანერგვის ხელშეწყობა, STEM მიმართულებით სწავლა/სწავლების ხარისხის ამაღლება, მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის ეფექტური შესაძლებლობების შექმნა.

STEM მასწავლებელთა ასოციაცია პედაგოგებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით გეგმავს:

  • საინფორმაციო კამპანიის წარმოებას;
  • თემატური რესურსების შექმნასა და გაზიარებას;
  • შეხვედრების, კონფერენციებისა და კონკურსების ჩატარებას;
  • მასწავლებლებისთვის ტრენინგ-მოდულების შემუშავებასა და ჩატარებას.

STEM ასოციაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის STEM განათლების პედაგოგები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წარმატებული პროექტების ავტორები და გამარჯვებულები: ტოლია(უტა) კილასონია, სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი, ანა კინწურაშვილი, ქ. თბილისის კერძო სკოლა „ქორალის“ მათემატიკის მასწავლებელი, თინათინ ზარდიაშვილი, ქ. თბილისის N143-ე საჯარო სკოლის ქიმიის და N147-ე საჯარო სკოლის ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებელი, სალომე ნასყიდაშვილი, ქ. თბილისის N55-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და ეკა წულუკიძე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

ასოციაცია აქტიურად ითანამშრომლებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური