GE

საქართველოში არის სკოლები, რომლებსაც სპორტის მასწავლებელი საერთოდ არ ჰყავს

პრემიერ-მინისტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტის გაკვეთილები გაძლიერდება და მას თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში, კიდევ ერთი საათი დაემატება. გარდა ამისა, სპორტულ ფედერაციებთან ერთად მოხდება საგაკვეთილო პროცესის დახვეწაც.

ზოგიერთ სკოლაში სპორტის მასწავლებლის ფუნქციებს სხვა საგნის პედაგოგები ითავსებენ. EDU.ARIS.GE დაინტერესდა, ამ ინიციატივის ფონზე, ჰყავს თუ არა სპორტის მასწავლებელი ყველა სკოლას, რამდენს ჰყავს და ასევე, რამდენია ის სკოლა, სადაც სპორტის მასწავლებლის ფუნქციებს სხვა საგნის პედაგოგები ითავსებენ.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით იმ პედაგოგთა რაოდენობა, რომლებიც მხოლოდ სპორტის გაკვეთილებს ატარებენ 1 610 სკოლაში  2400-ია. 1 888 სკოლაში კი სპორტის გაკვეთილებთან ერთად მასწავლებლებს მითითებული აქვთ სხვა დატვირთვაც. ამ მასწავლებლების 96% დაწყებითი კლასების პედაგოგია და ძირითადად რამდენიმე საგანს ასწავლის.

გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2312 სკოლიდან, სადაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, 2307 სკოლაში მასწავლებლებს მითითებული აქვთ საგანი – სპორტი. 5 კერძო სკოლაში სპორტის მასწავლებელი მითითებული არ იყო. ქალაქ თბილისის 291 სკოლიდან კი სპორტის მასწავლებელი 288 სკოლაშია.

როგორც ”განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში” აცხადებენ, სპორტის მასწავლებლების გამოვლენის მიზნით, დამუშავდა სისტემაში არსებული 2016-2017 სასწავლო წლის პირველი სემესტრის მონაცემები.

რამდენად მზად არიან სკოლები სპორტული ცხოვრების გააქტიურებისთვის

განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივის განხორციელება 103–ე სკოლიდან დაიწყო

“სპორტით დაინტერესების სამიზნე მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვები იქნებიან” – ალექსანდრე ჯეჯელავა

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური