GE

საქართველოში ახალგაზრდების 85% ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს, 1%- არასდროს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობის პოლიტიკური განწყობების გარდა, მედიის რეიტინგებზე და ინტერნეტის მოხმარებაზეცაა საუბარი.

კითხვაზე კვირაში რამდენჯერ გაქვთ ინტერნეტთან წვდომა? 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების 85% პასუხობს, რომ ყოველდღე. 5% ამბობს, რომ 4-6 დღე კვირაში, ასევე 5% აცხადებს, რომ ინტერნეტთან წვდომა კვირაში 1-3 დღე აქვს, გამოკითხული ახალგაზრდების მხოლოდ 1% კი ამბობს, რომ არასდროს.

მოსახლეობაში ინტერნეტის მოხმარების დრო მცირდება ასაკის მატებასთან ერთად, 30-დან 49 წლამდე ასაკის პირებში მას ყოველდღიურად 66% მოიხმარს. 8% -4-6 დღე კვირაში, 9% 1-3 დღე კვირაში, 1%- თვეში ერთხელ და 16%-არასდროს.

ახალგაზრდულ ასაკში ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი რიცხვის მიუხედავად, IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 85%  მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ინფორმაციის წყაროდ ქართულ ტელევიზიებს იყენებს, სოციალურ მედიას – 20%, ქართულ ინტერნეტ-საიტებს კი -14%.

სოციალური ქსელებიდან საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მომხმარებელი ფეისბუკს ჰყავს – 89%,  – ინსტაგრამს -16%, ამავე კვლევის თანახმად, ქვეყანაში მნიშვნლოვნად შემცირებულია რუსული სოციალური ქსელის ოდნოკლასნისკის მომხმარბელთა რიცხვი და თუ ის მარტში შეადგენდა 32%-ს, ივნისის მონაცემებით 3%-ია.

აღნიშნული კვლევა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის (GALLUP) მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის დაკვეთით ჩატარდა. მონაცემები მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი – 11 ივნისის შუალედში, პირისპირ ინტერვიუების საშუალებით შეგროვდა და საარჩევნო უფლების მქონე 1500 მოქალაქე გამოიკითხა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი