GE

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშეს ვიზიტი კსუ-ში

17 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე, აჰმადალი მეჰრი არდესტანი ესტუმრა, რომელიც CIU-ს რექტორ კახაბერ კორძაიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის საქართველოსა და ირანის ურთიერთობების სამეცნიერო ანალიტიკური ცენტრისა და ირანის კაბინეტის ხელმძღვანელი, მაია კაპანაძე და ატაშის თანაშემწე, სოფიო გაბუნია.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსა და საელჩოს კულტურის განყოფილებას შორის არსებული მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობები. აჰმადალი მეჰრი არდესტანმა განსაკუთრებით აღნიშნა, იმ საერთაშორისო კონფერენციების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს და ირანის ურთიერთობებს ეძღვნება და წლებია CIU-ში საელჩოსა და საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით ტარდება. სტუმარმა ხაზი გაუსვა, უნივერსიტეტში მოქმედ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში არსებულ ირანისტიკის სექციის მნიშვნელობას ქართველი და ირანელი სტუდენტების დაახლოებაზე. ასევე, ისაუბრეს სამომავლო ერთობლივ პროექტებზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული და ირანული სამეცნიერო წრეების დაახლოებას.

შეხვედრაზე CIU-ს რექტორმა ყურადღება გაამახვილა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უნივერსიტეტების დიპლომების აღიარების საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ირანის მხრიდან შეყოვნდა. მან სთხოვა ატაშეს აღნიშნული საკითხით დაინტერესება, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და პროცესში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქტიურად ჩართვა, რაზეც ატაშესგან შესაბამისი პირობა მიიღო. ასევე ატაშემ დაამატა, რომ საკითხზე უკვე ინტენსიურად მუშაობს ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აქბარ ყასემი ალი აბადი.

სტუმარმა აღნიშნა, რომ ის ახალი ჩამოსულია საქართველოში და პირველი რექტორი, რომელსაც შეხვდა, კახაბერ კორძაიაა. მან ამისთვის მას და უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა.

დასასრულს მხარეებმა CIU-ს ირანის კაბინეტში გადაინაცვლეს, სადაც წლებია უკვე ირანისტიკის მიმართულებით უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საელჩოს მხარდაჭერით, მრავალი საინტერესო აქტივობა ტარდება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური