GE

საქართველოში, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყება

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყება.

ახალი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მასთან დაკავშირებული მძიმე შედეგების შემცირება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 28 ოქტომბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ინიციატივა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ეკუთვნით, პროგრამის დაწყება კი, შსს-სთან კოორდინაციით გახდა შესაძლებელი.

პროგრამა ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კავშირები საქართველო“-სა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ, „აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციასთან“ (VEBO) თანამშრომლობითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური