GE

IBSU-ში მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ როუმინგის დაცული სერვისი ამოქმედდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ როუმინგის დაცული სერვისი ამოქმედდა. ამ მიმართულებით, უნივერსიტეტი საქართველოში პირველია და ჩვენს სტუდენტებს მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციის ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა მიეცათ.

აღნიშნული სერვისი ჩვენს სტუდენტებს საზღვარგარეთ ადგილობრივ უნივერსტეტში ვიზიტისას უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფს.

ინტერნეტის სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ:
სტუდენტის უნივერსიტეტის ელ. ფოსტა მაგ: (17600150@ibsu.edu.ge) და SIS სისტემის პაროლი.
საჭიროების შემთხვევაში ელ. ფოსტის გასააქტიურებლად მიმართეთ იბსუს IT დეპარტამენტს.

ქვეყნებზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ასევე, შეგიძლიათ იხილოთ, თითოეულ ქვეყანაში თუ რა ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი eduroam-ი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური