GE

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს გამოცდისთვის რეგისტრაცია 6 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს რეგისტრაციის ვადა 6 აგვისტოს 18:00 საათამდე აქვთ. მათ რეგისტრაციისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართონ. ინფორმაცია “ნაეკმა” დღეს, 29 ივლისს გაავრცელა.

განცხადება ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში, რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.

  • განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე აუცილებელია ერთვოდეს:
  • გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხილეთ განაცხადის ფორმა

გამოცდაში მონაწილეობის საფასურია 100 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება 6 აგვისტომდე, აღნიშნული თანხა სრულად დაუბრუნდება.

გამოცდაში მონაწილე ვალდებულია რეგისტრაციის პროცესში მიუთითოს იმ სპეციალური საჭიროების თაობაზე, ამისათვის მან უნდა წარადგინოს შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.

გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ  მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).

ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებელი იქნება 15 დავალება. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.

გაეცანით ზოგადი უნარების ტესტის დავალებათა ნიმუშებს

ცნობისთვის, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 15 ივლისს 10:00 საათზე დაიწყო. გამოცდის თარიღისა და ჩატარების ადგილის თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური