GE

საქართველოში ყველაზე მსხვილ მხარჯველ სსიპებს შორის განათლების სამინისტროს სსიპ-იც მოხვდა

COVID-19-ის აპანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, 2020 წელს სახელმწიფო ბუჯეტის ცვლილება განხორციელდა, რაც ადმინისტრაციული ხარჯების შემცრებას ითვალისწინებდა. 75 სსიპ-ის ხარჯების ანალიზის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები დაახლოებით ოთხჯერ, 4,348,925 ლარიდან 1,198,429 ლარამადე, შემცირდა. ყველაზე მსხვილ მხარჯავ დაწესებულებებს შორის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც მოხვდა.

75 სსიპის მიერ მიწოდებული საჯარო ინფორმაცის საფუძლელზე ჩატარებული კვლევა არაამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ 25 ივნისს გამოაქვეყნა. კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წელს სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი უწყებების წარმომადგენლობითი და სამივლინებო  ხარჯები მნივშენლოვნად  შემცირდა, რაც  მეტწილად პანდემიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას  და მსოფლიო მასშტაბით  გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, უწყებების მიერ გაწეული სარესტორნო ხარჯები დაფიქსირდა ისეთ პერიოდებში, როდესაც უკვე მოქმედებდა გარკვეული შეზღუდვები საკვებ ობიექტებსა და თავშეყრის ადგილებზე.

მონაცემების მიხედვით, 2019-2020 წლებში ერთ ერთი ყველაზე მსხვილი წარმომაგელობითი  ხარჯები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურს. ჩამონათვალში გვხვდება  განათლების და მეცნიერების სამინისტოს სსიპი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელსაც  2019 წელს ჰქონდა 145,090.14 ლარის ხარჯი,  2020-ის 6 თვის მონაცემებით  კი -74,362.48 ლარის დანახარჯი.

ცხრილზე ასახული უწყებები, გამოირჩევა ყველაზე მაღალი წარმომადგენლობითი ხარჯებით 2020 წელს და მათგან განათლების ხარსხის ცენტრი მე-4 ადგილის იკავებს.

კვლევის ფარგლებში, IDFI-მ შეისწავლა, პანდემიამდე და პანდემიის დროს  საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) და სხვა დამოუკიდებელი უწყებების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი და სამივლინებოხარჯები.

წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს უწყებების მიერ ორგანიზებულ მიღებებზე, ოფიციალურ სადილებზე, ღონისძიებებზე დახარჯულ თანხებს, ხოლო სამივლინებო ხარჯების უდიდესი წილი მოდის თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებული ვიზიტების ფარგლებში გაწეულ (სამგზავრო, სასტუმრო და დღიური ნორმა) ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კვლევასთან დაკავშირებით დეტალური განმარტება გააკეთა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური