GE

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის წარმომადგენლები საქართველოს 9 ქალაქში რეკრუტირებაზე იმყოფებოდნენ

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის წარმომადგენლები რეკრუტირებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს 9 ქალაქში, სადაც ისინი შეხვდნენ სკოლის მოსწავლეებს.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში კოლეჯის წარმომადგენლებმა მომავალ თაობას გააცნეს ინფორმაცია როგორც კოლეჯის, ასევე დუალური სწავლების მეთოდოლოგიის უპირატესობების, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების მეთოდებისა და პირობების და რაც მთავარია სამომავლოდ გარანტირებული დასაქმების შესახებ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური