GE

დეპუტატი: „ბავშვთა საშინელ კოდექსს მიიღებს მალე პარლამენტი!“

„პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატი ადა მარშანია „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს და დოკუმენტის ტექსტს  მწვავედ აკრიტიკებს.

„მივმართავ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს საზოგადოებას, ახლა ძალიან ცუდი რამე ხდება ე.წ პარლამენტში, დღეს მართლა არ არის ეს საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ მეათასეჯერ დავრწმუნდი ამაში. ახლა აქ ხდება ტერმინოლოგიით მანიპულირება, საშინელ ბავშვთა კოდექსს მიიღებს მალე საქართველო პარლამენტის წყალობით, საშინელ ბავშვთა კოდექსს, სადაც თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული: ჩვენი იდენტობა, ჩვენი ეროვნული ფასეულობები, ჩვენი ისტორია, ჩვენი გმირების თავდადებული ბრძოლა, ყველაფერი თავდაყირა არის დაყენებული. ბავშვების გადაგვარების გზაზე გინდათ დააყენოთ ქვეყანა? არ გამოგივათ ეს ამბავი“, – განაცხადა დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა უფლებების კოდექსის კანონპროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მოამზადა.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური