GE

სასკოლო ექსკურსიაზე მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა

ყინწვისში უბედურ შემთხვევას თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი ემსხვერპლა. მანანა ჩოხელი მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე იყო, როდესაც კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.

შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: imedinews.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური