GE

„სასკოლო გამოცდის შედეგები ყველაფერი არაა“ – ბრიტანეთის განათლების სამინისტროს მდივანი მომავალ მეწარმეებს მიმართავს

ბრიტანეთის განათლების სამინისტროს მდივარი დამიან ჰაინდსი მიიჩნევს, რომ გამოცდის კარგი შედეგები არ არის სამომავლო წარმატების გარანატი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი „დრაივი და გამძლეობაა“. ახალგაზრდებში ტოლერანტობის გაღვიძება ხელს უწყობს გახდნენ უკეთესი მეწარმეები.

ამის შესახებ მან „გარდიანთან“ მიცემულ ინტერვიუში მას შემდეგ ისაუბრა,  რაც ის მრგვალ მაგიდასთან ახალგაზრდებს შეხვდა. კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუმრებში ბიზნესის, ენერგეტიკისა, და სამრეწველო სტრატეგიის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. მათთან მდივანმა განაცხადა, რომ საკუთარი ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია ფინანსური საკითხების საფუძვლების ცოდნა.

„სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე, ვიცი, რომ ეს ყველაფერი არაა. მოვუწოდებ ხალხს, დაბრუნდნენ იმ ასაკში, როცა 16 წლისანი იყვნენ. ბევრმა მათგანმა სკოლა მაღალი ქულებით დატოვა, მაგრამ მათ აუცილებლად ემახსოვრებათ ისინი, ვინც სკოლაში კარგი აკადემიური მოსწრების არქონის მიუხედავად, შექმნა რაღაც განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი.

„დამსაქმებელი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აკადემიურ მოსწრებას, რადგან ეს  არის იმის შედეგი, რაც გაიგე და იცი, თუმცა, რეალურად, ქულები არ განსაზღვრავს წარმატებულ კარიერას და ეს არ ნიშნავს მზადყოფნას ბიზნესის დასაწყებად“, – აცხადებს ის.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ  20 წლის აკშეი რუპარელიმ, რომელიც ონლაინ ქონების სააგენტო Doorstep-ის დამფუძნებელია, განაცხადა, რომ სკოლებისა და ინდუსტრიული მეწარმეობის დაკავშირებით, შესაძლოა, ახალგაზრდების ცხოვრება შეიცვალოს:

„ჩვენ უნდა შევცვალოთ შეფასების სისტემა და გავიაზროთ რომ უნდა განვავითაროთ თაობები. არსებულ შეფასების სისტემაში არ არის გათვალისწინებული მოსწავლეების კომუნიკაბელურობა, ლიდერობა და სხვა მსგავსი უნარები“, – ამბობს რუპარელი.

ჰაინდის თქმით კი, გერმანიაში  სტაჟიორებს პროფესიული გადამზადების პარალელურად, აკადემიური საგნების გავლაც მოეთხოვებათ. ასე რომ, მათ ყველა საშუალება აქვთ ბიზნესისა და მათემატიკის შესასწავლად.

„ვფიქრობ, პერსონალური ფინანსებისა და ზოგადად, ფინანსური მათემატიკის  სწავლა ძალიან პოზიტიურია, რადგან18 წლის ასაკში ბევრი ახალგაზრდა ტოვებს სახლს და გადადის დამოუკიდებლად“, – თქვა მან.

მდივანმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა და თავის პირველ გამოცდილებაზე ისაუბრა:

„1980-იანებში კომპიუტერული თამაშების შემქნას ვცდილობდი. რამდენიმე გავყიდე, თუმცა ეს არ ყოფილა ბიზნესი. ეს იყო მხოლოდ კარგი გამოცდილება. ვმუშაობდი ნახევარ განაკვეთზე, არ მინდა შთაბეჭდილება შეგიქმნათ, თითქოს ეს იყო დიდი წარმატებას. მე მხოლოდ რამდენიმე გავყიდე“, – ამბობს დამიან ჰაინდსი.

წყარო: theguardian.com

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური