GE

სახალხო დამცველი კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ბავშვთა განათლების უფლების მდგომარეობას შეაფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ბავშვთა განათლების უფლების მდგომარეობას შეაფასებს.

ომბუდსმენის აპარატმა აღნიშნულისთვის კონკურსი გამოაცხადა, ექსპერტებს ეძებს და განხორციელდება შემდეგი მიმართულებით მუშაობა:

1.კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ბავშვთა განათლების უფლების მდგომარეობის მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობისა და რეალობაში არსებული პრაქტიკის შეფასება.

2.კოვიდ-19-ის პანდემიის დროს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობისა და რეალობაში არსებული პრაქტიკის შეფასება.

3.კოვიდ-19-ის პანდემიის დროს ბავშვთა მიმართ ძალადობისა და მათი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობისა და რეალობაში არსებული პრაქტიკის შეფასება.

„ტელესკოლა“ მოზარდებს ინტერნეტსივრცის რისკებზე ინფორმაციას არ აწვდის – ომბუდსმენის რეკომენდაცია სამინისტროს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური