GE

სახალხო დამცველი ქვეყანაში მყოფი უკრაინელი ბავშვების უფლებების დაცვაზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი აქტიურად გაუწევს მონიტორინგს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვების უფლებების განუხრელ დაცვას – ამის შესახებ ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას მიერ საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების უფლებების დაცვის შესახებ 1-ელ აპრილს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ლომჯარიას განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ის თანამშრომლობს უკრაინის სახალხო დამცველის ოფისთან, მათ შორის, ევროპის ბავშვთა ომბუდსმენთა ქსელის საქმიანობის ფარგლებში.

დაინტერსებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიმართონ საქართველოს სახალხო დამცველს ცხელ ხაზზე – 1481.

სახალხო დამცველის განცხადებაში ახსნილია  განათლების უფლების მისაწვდომობის და საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის შესახებ იმ უკრაინელი  მოსწავლეებისთვის, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას – ვის უნდა მიმართონ, ვინ გაუწევს ფსიქო-სოციალურ საკონსულტაციო მომსახურებას და მოცემულია უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის მიერ შექმნილი საინფორმაციო გზამკვლევი, რომელიც განკუთვნილია ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის.

ასევე იხილეთ:

უკრაინულენოვანი სექტორი საქართველოში ჩამოსული მოსწავლეებისთვის

„სურვილის შემთხვევაში, უკრაინის სკოლის მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური