GE

სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის წესში ცვლილებები განხორციელდა

სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილებები განხორციელდა.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის შემთხვევაში – 15 ნოემბრის) და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემებისა და ამ მუხლის 2​2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად”, – ვკითხულობთ დოკუმენტში, ბრძანების სწორედ ამ ნაწილში განხორციელდა ცვლილება და მას რამდენიმე პუნქტი დაემატა.

კერძოდ, სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადარიცხვის მიზნით, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმით და ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარადგენს თითოეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობას.

ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასარიცხ თანხას ანგარიშობს ბრძანებაში მოცემული წესების შესაბამისად.

დადგენილებაში ცვლილება 2017 წლის 26 დეკემბერს განხორციელდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური