GE

სახელმწიფო უმაღლესების ინფრასტრუქტურის დაფინანსების კომისიას ახალი შემადგენლობა ჰყავს – წევრთა სია

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისის შემადგენლობა შეიცვალა.

პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმოწერით დამტკიცდა განახლებული შემადგენლობა, რომელშიც შედიან:

ქეთევან ნატრიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე;

თეიმურაზ მურღულია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ალექსანდრე თევზაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

კახაბერ გულედანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ნინო ბერძული – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

გიორგი კაკაურიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი;

მირიან ჩაჩავა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი;

გიორგი შალუტაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე;

მამუკა ბერიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ზურაბ ხუციშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, უწყებათაშორისი კომისიის მდივანი.“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური