GE

საზოგადოებრივ კოლეჯ „ელიტს“ ავტორიზაცია გაუუქმდა

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 10 სექტემბრის N 172 გადაწყვეტილებით, შპს საზოგადოებრივ კოლეჯ „ ელიტს“ გაუუქმდა ავტორიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე – მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2019 წლის 23 სექტემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, სხვა მხოლოდ პროფესიული სტანდარტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური