GE

საზოგადოებრივ კოლეჯში “ახალი ტალღა” საგაზაფხულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით ღია კარის დღე ჩატარდა

12 აპრილს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯში “ახალი ტალღა” საგაზაფხულო რეგისტრაციასთან დაკავშირებით ჩატარდა ღია კარის დღე.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპეციალობების პრეზენტაციები და ინფო-ტური კოლეჯში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, აჭრის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, კოლეჯის ბიზნეს-პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, წარმატებული კურსდამთავრებული სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები.

წელს საზოგადოებრივი კოლეჯი “ახალი ტალღა” მიღებას ახორციელებს როგორც ქობულეთში, ისე ხულოს ფილიალში.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს დაიწყო და 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ კოლეჯს, ან საგანმანათლებლო რესურსცენტრებს. აპლიკანტებს ასევე საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

იხილეთ საზოგადოებრივი კოლეჯის “ახალი ტალღა” პროფესიული  პროგრამები.

ხულოში საზოგადოებრივი კოლეჯის “ახალი ტალღა” ფილიალი იხსნება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური