GE

საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა” ხულოს ფილიალში სწავლა ოფიციალურად დაიწყო

დღეს, 4 ივნისს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის “ახალი ტალღა” ხულოს ფილიალში სწავლა ოფიციალურად დაიწყო.

ხულოს ფილიალი 2019 წლის 23 მაისს გაიხსნა და წელს მიღება 4 საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელდა. ესენია: ელექტროობა, სასტუმრო მომსახურება, სატყეო საქმე და ინფორმაციის ტექნოლოგია.

როგორც კოლეჯ “ახალ ტალღაში” აღნიშნავენ, ხულოს პროფესიული სასწავლებელი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, სრულად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, მოწყობილია მიმდებარე ტერიტორია და მისასვლელები.

ხულოს ფილიალი ავტორიზირებულია 120 სტუდენტზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური