GE

სერტიფიცირებისთვის გამოცდაზე გასვლა მეზღვაურს 12 თვის განმავლობაში 6-ჯერ შეუძლია – რას ითვალისწინებს კანონი

„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ვკითხულობთ, რომ თუ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირი მეზღვაური, ვერ ჩააბარებს სერტიფიკატის მიღებისთვის საჭირო გამოცდას, მას უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ იგი, ამ კანონით დადგენილი პირობების თანახმად, ხელახლა იქნეს დაშვებული აღნიშნულ გამოცდაზე, რომელიც ფასიანია. მეზღვაური გამოცდაზე შეიძლება დაშვებულ იქნეს 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში 6-ჯერ. ხოლო, თუ მეზღვაური ვერცერთხელ ვერ ჩააბარებს გამოცდას, მას ბოლო გამოცდის დღიდან 6 თვის ვადით შეუწყდება გამოცდაზე გასვლის უფლება.

22 ნოემბერს გამოქვეყნებული კანონში შესული ცვლილების თანახმად, მეზღვაურთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობს მოწვეული ექსპერტი. მოწვეულ ექსპერტთა შერჩევისა და საქმიანობის წესი და მათი ანაზღაურების პირობები კი სააგენტოს (საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო) დირექტორის ბრძანებით განისაზღვრება.

საქართველოს პრეზიდენტის ახალი ბრძანებით კი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალა, რომ 2022 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მოწვეულ ექსპერტთა შერჩევისა და საქმიანობის წესისა და მათი ანაზღაურების პირობების დამტკიცება.

ბრძანებით გაწერილი სხვა სავალდებულო პირობები მეზღვაურთათვის იხილეთ დოკუმენტში.

ასევე იხილეთ:

„45 წუთიანი გაკვეთილი პირველკლასელისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა“ – გახანგრძლივებულის პედაგოგი მოსწავლეთა პრობლემებზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური