GE

სეუ აკრედიტაციის საბჭოს მოლოდინშია

სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი  აკრედიტაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უნივერსიტეტი სეუ იმყოფება აკრედიტაციის პროცესში. აკრედიტაციის განაცხადი უნივერსიტეტის მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადი წარდგენილ იქნა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, 2014 წლის 30 სექტემბერს, წინა აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე 3 თვით ადრე, თუმცა, უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, აკრედიტაციის პროცესმა დაწესებულზე მეტი ვადით გაიწელა.

უნივერსიტეტის ცნობით, აკრედიტაციის ვიზიტი ჩატარდა 2015 წლის 16-17 თებერვალს.

აკრედიტაციის პროცედურის გავლის შემდეგ სეუ-ს ყველა სტუდენტი ჩვეულებრივად ისარგებლებს სახელმწიფო დაფინანსებით, ხოლო ის აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩაირიცხებიან სეუ-ში, ასევე შეძლებენ მოიპოვონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

 

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური