GE

შაორის „მომავლის ბანაკში“ გორის უნივერსიტეტის 132 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას

ივლისის თვეში შაორის „მომავლის ბანაკში“ გორის უნივერსიტეტის 132 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.

სტუდენტები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა აქტივობებში. შაორის „მომავლის ბანაკს“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ. მათ მონაწილეებს შეიარაღებული ძალების შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს. სტუმრებმა ქართული ჯარის ,ასევე სამხედრო განათლების და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. ჯარისკაცებმა მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს.

ბანაკის მონაწილეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები გადაიღეს, იმ პრობლემების შესახებ, რომელიც დღევანდელ საზოგადოებას აწუხებს. გაიმართა გადაღებული ფილმების პრემიერა.
ღონისძიებაზე სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული ახალგაზრდების დაჯილდოებაც მოეწყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური