GE

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების საერთაშორისო წარმატებები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის სტუდენტები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე იღებენ მონაწილეობას და მათი მიღწევებიერთ-ერთი საუკეთესოა, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

უახლესი შედეგის მიხედვით, იბსუ-ს სტუდენტის ნიკა სვანიძის გუნდი საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ჩემპიონია. გარდა ამისა, გუნდმა მესამე ხარისხის დიპლომი მოიპოვა ჩრდ. ევრაზიის რეგიონში, სადაც 274 გუნდი მონაწილეობდა. ამასთან, ნიკა სვანიძემ ინდივიდუალურ შეჯიბრში პირველი ხარისხის დიპლომიც მოიპოვა.

გთავაზობთ, ასევე, მიღწევების იმ ჩამონათვალს, რომლებიც იბსუს სტუდენტების ანგარიშზეა სხვადასხვა დროს:

  • 2 ჩემპიონის დიპლომი გუნდურ შეჯიბრში;
  • 11 მესამე ხარისხის დიპლომი გუნდურ შეჯიბრში;
  • 2 დიპლომი „მაღალი მიღწევებისათვის“ გუნდურ შეჯიბრში;
  • 49 საპატიო დიპლომი გუნდურ შეჯიბრში;
  • 2 პირველი ხარისხის დიპლომი პირად შეჯიბრში;
  • 1 მეორე ხარისხის დიპლომი პირად შეჯიბრში;
  • 11 მესამე ხარისხის დიპლომი პირად შეჯიბრში;
  • 3 დიპლომი „მაღალი მიღწევებისათვის“ პირად შეჯიბრში;
  • 15 საპატიო დიპლომი პირად შეჯიბრში;

გარდა ამისა, 2007-2017 წლებში სულ 28 გუნდი გავიდა უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM) ნახევარფინალში.

ამ მონაცემების მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბოლო 9-10 წლის განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რეიტინგს (ის 5-6 საუკეთესო უნივერსიტეტს შორისაა). 2017 წელს კი IBSU საუკეთესო იყო საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

ინფორმაცია გამარჯვებების შესახებ იხილეთ ბმულზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური