GE

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბიდგონსკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორები სტუმრობენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბიდგონსკის  მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (პოლონეთი)  ტელეკომუნიკაციისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორები სტუმრობენ.

ბიდგონსკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის  ტელეკომუნიკაციისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბეატა ანა მარცინიაკი და პროფესორი ტომაშ მარცინიაკი თბილისში ერასმუს+პერსონალის მობილობის პროექტის ფარგლებში იმყოფებიან.

პოლონელი პროფესორები შეხვდნენ იბსუ-ს რექტორს საფფეთ ბაირაქთუთანს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, იბსუ-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებს, მოინახულეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და იბსუ-ს წარმომადგებლებთან გაცვალეს იდეები მომავალი თანამშრომლობისთვის.

ბიდგოსკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (UTP) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია 2017 წლიდან. უნივერსიტეტები თანამშრომლობენ  სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლითი პროგრამებით და ახორციელებენ ერთობლივ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით.  ამჟამად, იბსუ-ს არქიტექტურის პროგრამის ერთი  სტუდენტი სწავლობს UTP– ში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური