GE

შავი ზღვის საერთაშოსირო უნივერსიტეტში გაზეთ “კონფლიქტის ზონის” პრეზენტაცია გაიმართა

შავი ზღვის საერთაშოსირო უნივერსიტეტში გაზეთ “კონფლიქტის ზონის” პრეზენტაცია გაიმართა. გაზეთი IBSU-ს ჟურნალისტიკის მიმართულების, მესამე კურსის, სტუდენტებმა სალექციო კურსის ფარგლებში გამოუშვეს.

გაზეთში გაშუქებულია საქართველოსა და ევრაზიაში არსებული კონფლიქტური საკითხები. მასალების უმეტესობაზე თავად სტუდენტები მუშაობდნენ; მათ ჩაწერეს ინტერვიუები და მოინახულეს კონფლიქტის ადგილები.

რამდენიმე სტუდენტმა ლექტორთან ერთად ცხინვალის ე.წ. საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარე სოფლები მოინახულა. გაზეთში შესულია მასალა სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ ერთადერთ მოსახლეზეც, რომელიც ე.წ. საოკუპაციო ხაზს იქით დარჩა და სხვა საინტერესო სტატიები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური