GE

შეძლებენ თუ არა მასწავლებლობის მსურველები შემოდგომაზე გამოცდაზე გასვლას? – მინისტრის მოადგილის პასუხი

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მასწავლებელთა გამოცდა ზაფხულის გარდა შემოდგომაზეც ჩატარდება, მასწავლებლობის მსურველებისგან მუდმივად ისმის კითხვა ექნებათ თუ არა მათაც საშუალება, რომ განმეორებით გამოცდაზევე გავიდნენ, თუ ეს მხოლოდ საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებლებს ეხებათ.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ EDU.ARIS.GE– ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტირებული ადამიანებიდან, დაახლოებით 10 ათასი ისეთი პირია, რომელიც სისტემაში დღესდღეობით არ მუშაობს და მათ საკუთარი კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა როგორც ზაფხულში, ასევე შემოდგომაზე დაგეგმილ მასწავლებელთა გამოცდაზე ექნებათ.

,,დღეის მდგომარეობით გამოცდაზე დარეგისტრირებულია 30 ათასზე მეტი მსურველი, მათ რიცხვში როგორც პრაქტიკოსი, ასევე არამოქმედი მასწავლებლები შედიან. მათ შორის ის სტუდენტებიც, რომლებსაც უკვე დასრულებული აქვთ სწავლა ან წელს ასრულებენ და დიპლომი უკვე ზაფხულისთვის ექნებათ. ასეთი დაახლოებით 10 ათასი ადამიანია – ეს არის რიცხვი იმ პირების, რომლებიც დღესდღეობით სისტემაში არ მუშაობენ, გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მათ ახლაც ჰქონდათ და ცხადია, ექნებათ შემოდგომაზეც”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

შეგახსენებთ, რონ წელს მასწავლებლის გამოცდა ორ ეტაპად ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩატარდება.

ზაფხულის გარდა მასწავლებელთა გამოცდა ნოემბერშიც ჩატარდება – ახალი შესაძლებლობა და სიახლეები პრაქტიკოს მასწავლებლებს

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური