GE

„შეიქმნება ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა“ – მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამეტში განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციფრული ტექნოლოგიების ერაში მსგავსი ტიპის ბიბლიოთეკა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

„ვფიქრობთ, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ მუშაობა იმაზე რომ შევქმნათ ერთიანი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა. გარემო, სადაც თავმოყრილი იქნება ყველანაირი ციფრული კონტენტი, ყველანაირი ციფრული მასალა. ანუ შევქმნათ ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკა. ამაზე ეროვნულ ბიბლიოთეკასთანაც ვითანამშრომლებთ.

„საინფორმაციო საშუალებებით ბევრი ინფორმაცია გვხვდება იმასთან დაკავშირებით, რომ გაციფრულდა ფოტოები, ვიდეო მასალა ან სხვა მასალები. არსებობს ციფრული ლიტერატურა. საბოლოოდ, უნდა შევქმნათ გარემო, რომელშიც ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება მოქცეული და ეს გამოყენებადი იქნება არა მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებით, არამედ ზოგადად, ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის აქ თავს მოიყრის როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულებული ნიმუშები, ისე სხვა მასალები. ანუ იქნება ერთი ქართული ციფრული გარემო, რომელიც ასევე ძალიან მალე შესაძლებელია ვაქციოთ ჩვენი განათლების ერთ-ერთ წყაროდ, რომელიც ორიენტირებული იქნება ხარისხის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

ამავე თემაზე:

ციფრული სკოლის კონცეფცია – რას გულისხმობს განათლების მომავალი მინისტრის ახალი ინიციატივა

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდა აუცილებლად მოხდება“ – განათლების მომავალი მინისტრი

„სკოლამდელ განათლებაში საგანმანათლებლო პროგრამების ჩართვა და აღსაზრდელთა ზოგადი უნარების ამაღლება მოხდება“

„პროფესიულ და უმაღლეს განათლებაში მთავარი ამოცანა ამ მოჯადოებული ჯაჭვის გარღვევა იქნება“

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური