GE

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების აპელაციის შედეგები ცნობილია

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების აპელაციის შედეგები ცნობილია. სააპელაციო განაცხადების მიღება 9 დეკემბერს დაწყო და 11 დეკემბერს დასრულდა, ანუ მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს შედეგების გასაჩივრებისთვის სულ 3 დღე ჰქონდათ.

მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა აპელაციის შედეგების სანახავათ ეწვიეთ ბმულს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორნაციით, გასწორებული 27 000-ზე მეტი ნაშრომიდან გასაჩივრდა 2 900-ზე მეტი. დამოუკიდებელი სააპელაციო კომისიის მიერ მათი ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 1 300-ზე მეტ ნაშრომს.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილება ტესტური დავალების შეფასების სისწორესთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან (2019 წლის 17 დეკემბრიდან) ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად დარეგისტრირებული 26 600-მდე აპლიკანტიდან 15 000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური