GE

„შენ უნდა დატოვო სკოლა! – მასწმა მოსწებს უთხრა: გაარკვიეთ ეს ბიჭია თუ გოგოო“

პედაგოგი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე, ქუთაისის ერთ–ერთ სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლისადმი მომხდარი შესაძლო ბულინგის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ ასეთმა მასწავლებელმა სკოლა უნდა დატოვოს.

„მარტო კი არ ვარ, თურმე ნონა ჩუბინიძეც ასე ფიქრობს. არადა, ორთავე, დამოუკიდებლად მივედით ამ დასკვნამდე. ბევრი კი არაფერია, უბრალოდ შეგვაწუხა და ერთმანეთს ვუთხარით: ახლა რომ გაფერადებულია ეს სკოლები, ახლა რომ სითბოდ ვიღვრებით, ახლა რომ ვეფინებით ამ ბავშვებს, ახლა რომ… ორი კვირის მერე, რატომ ვხდებით აუტანელი, დაღლილი, შეურაცხადი?! ვინმე გვაძალებს იმის კეთებას, რაც არ გვიყვარს, იმასთან ურთიერთობას, ვინც გვეზიზღება?!

ახლა ვკითხულობ: მასწმა მოსწებს უთხრა: გაარკვიეთ ეს ბიჭია თუ გოგოო. შე მადლიანო(ძალიან მინდა სხვა სიტყვა ვიხმარო), თუ სწავლის პირველ დღეს მეტი არაფერი გაქვს გასარკვევი და სათქმელი, პირდაპირ გაკვეთილის ახსნა რომ დაიწყო, არ გინდა?!

მოდი, რა დაქანცული, გაბოროტებული და უსიყვარულო ნუღარ მიხვალ სკოლაში, თორემ შენნაირ თაობას გაზრდი!

მოდი რა, გაბედე და წადი და სხვა პროფესიაში გადამზადდი!

მოდი რა, ნუ ატყუებ საზოგადოებას და საკუთარ თავს!

მე ეს არ მისწავლებია შენთვის ტრენინგებზე, არც ნონას, არც ხათუნას, არც თამუნას, არც ეკას, არც ნინოს, არც მაიას, არც გიორგის, არც მეგის, არც ავთოს, არც კახას…. ასეულს ჩამოგითვლი!!!

აბა, რა გჭირს შე ჩვენი ცოდვით სავსე, რამ გაგაბოროტა, რამ?!

შენ უნდა დატოვო სკოლა!”

მასწავლებლის მხრიდან ვარცხნილობის გამო მოსწავლეზე განხორციელებულ ბულინგის ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური