GE

შესაძლებელია თუ არა საგამოცდო ქალაქი ახლა შევცვალოთ? -აბიტურიენტის კითხვას „ნაეკი“ პასუხობს

თუ თქვენ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სარეგისტრაციო ვებგვერდზე საგამოცდო ქალაქის შეცვლა გსურთ, ამას ვეღარ მოახერხებთ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს აბიტურიენტების კითხვის საპასუხოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 23 მაისს განუცხადეს, საგამოცდო ქალაქების შეცვლა აპლიკანტებს 4 აპრილამდე შეეძლოთ და ამ დაშვებას ახლა ვერცერთი აბიტურიენტისთვის ვერ გააკეთებენ.

მათივე განმარტებით, საგამოცდო ქალაქის შეცვლა ტექნიკურად არის შეუძლებელი.

„საგამოცდო ქალაქის შეცვლა ტექნიკურად განუხორციელებელია, რადგან როგორც კი დასრულდება რეგისტრაცია და კომპიუტერი დაიმახსოვრებს ამ ყველაფერს, პროგრამა საგამოცდო ცენტრებს ქალაქების მიხედვით ალაგებს. რეგისტრირებული აპლიკანტებისთვის პროგრამამ უკვე გამოყო საგამოცდო ცენტრი, თქვენთან უკვე განაწილებულია მეთვალყურე, კონკრეტული კომპიუტერი, ტესტი და თქვენთვის განკუთვნილი პასუხების ფურცელი, თავისი შტრიხკოდით. ამიტომ, ერთ ადამიანსაც რომ შეეცვალოს ქალაქი, ამით ყველაფერი აირევა და ამის დალაგებას თვეები დასჭირდება“, – განმარტავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

დაგიშვებენ თუ არა ეროვნულ გამოცდაზე თუ პირადობის მოწმობა სახლში დაგრჩათ – „ნაეკის“ განმარტება

მათივე ინფორმაციით, იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც არასწორად მიუთითეს საგამოცდო ადგილი და გამოცდის დასაწერად სხვა ქალაქში მოუწევთ ჩასვლა, ვერც დროის შეღავათი დაწესდება. ისინი უნდა გამოცხადდნენ მათთვის განკუთვნილ საგამოცდო ცენტრში იმ დროს, რა დროც საგამოცდო ბარათზე იქნება მითითებული.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური