GE

შესაძლოა, მოსწავლეებს საკლასო ოთახში ფიზიკური აქტივობის საშუალება მიეცეთ

„საგაკვეთილო პროცესში ფიზიკური აქტივობა ბავშვებს მასალის უკეთ ათვისებაში დაეხმარება“, – ამ წინადადებით იორკშირის ერთ-ერთი სკოლის ყოფილი ლიდერი ბრაიან ლეველინი გამოვიდა.

ის ერთერდი არაა, ვინც მსგავსი მოწოდებით ლივერპულში მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციაზე გამოდის თუმცა დელეგატთა ნაწილი იდეის განხორციელების მკაცრი წინააღმდეგია, რაც კონფერენციაზე კამათის მიზეზი გახდა.

ლეველინის პოზიციას ამყარებს კვლევის შედეგები, რომელიც ლიდს ბეკეტის უნივერსიტეტში ჩატარდა. კვლევის მიხედვით, მათემატიკაში მოსწავლეთა 7%-ით მეტმა უკეთესი ქულები აიღო გაკვეთილზე, სადაც ისინი ფიზიკური აქტივობითაც იყვენენ დაკავებულნი.

ლეველინი ამტკიცებს, რომ მერხთან ბავშვის დიდხანს ჯდომა ნეგატიურად აისახება მასზე, ადუნებს ფიზიკურადაც და გონებრივადაც:

„სწავლის ტრადიციული მეთოდები ზღუდავს შემოქმედებითობას. აკადემიური წესრიგი ადუნებს მოსწავლეს, რაც მის ჯანმრთელობასაც ვნებს. ფიზიკურად აქტიური სწავლება კი ამ ორივეს აერთიანებს – მოძრაობას და სწავლას. ეს არამხოლოდ სასიამოვნო პროცესი იქნება, არამედ ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას. ჩვენს სკოლებში გასაოცარი რაღაცები ხდება, მაგრამ შორს ვართ პრაქტიკულობისგან“,- ამბობს ლეველინი.

თამაშები, რომლებიც დღევანდელმა მოსწავლეებმა გადმოცემითღა იციან

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური