GE

შეუძლია თუ არა სკოლამ თავად მიიღოს გახსნის გადაწყვეტილება, თუ პედაგოგთა და მშობელთა 80%-ი აცრილია – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

შეუძლია თუ არა სკოლამ გახსნის გადაწყვეტილება ინდივიდუალუარად მიიღოს, თუ პედაგოგთა და მშობელთა 80%-ი აცრილი ჰყავს – აღნიშნულ კითხვას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 7 სექტემბერს უპასუხა.

„ალბათ არ შეუძლია, რადგან ეს ძირითადად დამოკიდებული იქნება ეპიდემიის გავრცელებაზე. ჩვენ გვაქვს სასიკეთო ცვლილებები ეპიდემიის უკან დახევის და შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რომ დაიწყება სწავლა დასახელებულ თარიღზე.  მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ დავიცავთ რეგულაციებს, მას შემდეგ რაც აღდგენა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიწყება სწავლა

ჩვენ გვაქვს ვაქცინირებული პედაგოგების სია, სკოლებისა და რეგიონების ჭრილში. ამის კონტროლი და მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაბამისად, კომუნიკაცია იმ პედაგოგებთან, რომლებიც უნდა აიცრან. ქვემო ქართლი, სამცხე და კახეთი არიან წითელ ზონაში, ვინაიდან აქ 20%-ზე ნაკლებია ვაქცინირებულთა რაოდენობა. მწვანე ზონაში კი თბილისი, რაჭა და აჭარაა. დანარჩენი რეგიონები ცოტათი უსწრებენ წითელ რეგიონებს და ცოტათი ჩამორჩებიან მწვანე რეგიონებს“,  – განაცხადა ტიკარაძემ „იმედის“ ეთერში.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 996 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 7.67%.

ამავე თემაზე: 

სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად დაიწყება, საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ გაიხსნება

სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება – WHO და UNICEF სკოლებს გახსნისკენ მოუწოდებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური