GE

შიდა ქართლის რეგიონის 10 სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად შეწყდა – ვირუსი უმეტესაც მოსწავლეებში გავრცელდა

კორონავირუსის გავრცელების გამო, შიდა ქართლის რეგიონის 10 სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად შეწყდა.

როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, გორის მუნიციპალიტეტში დაკეტილია 2, ქარელის მუნიციპალიტეტში 5, ხაშურის მუნიციპალიტეტში 1, კასპის მუნიციპალიტეტში კი 2 სკოლა.

დროებით დახურული სკოლების მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში უტარდებათ. გარდა ამისა, ოთხივე მუნიციპალიტეტში დისტანციურ რეჟიმზეა გადასული 105 კლასი. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით ინფიცირებულია 144 მოსწავლე და 38 მასწავლებელი.

დღეს კარალეთში ჩასულმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს პედაგოგებში იმუნიზაციის ვალდებულების საკითხს, თუმცა ამბობს, რომ მთავრობა მანდატორიზმის შესახებ ჯერ მსჯელობს და გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.

“სავალდებულო ვაქცინაციას ვუჭერ მხარს პედაგოგებში. განსაკუთრებით სკოლის პედაგოგებში, რადგან მათ საქმე აქვთ ჩვენს ბავშვებთან. ისევე, როგორც აუცილებელია და მოვუწოდებ თვითონ ბავშვების მშობლებს. 10 დღის წინანდელი მონაცემებით, სკოლის პერსონალის 65% ერთჯერადადაა აცრილი, ორჯერაა აცრილი დაახლოებით 52%. ეს საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მეტია, მაგრამ არასაკმარისი. გვინდა, რომ პედაგოგების 80% იყოს აცრილი”, – თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ასევე იხილეთ:

„დაუდექით თქვენს შვილებს გვერდით, რომ არ შეწყდეს სკოლებში სწავლა“ – ეკატერინე დგებუაძე მშობლებს

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური