GE

„შპარგალკის” გამოყენების გამო გორში აბიტურიენტი გამოცდიდან მოხსნეს

გორში, ინგლისურის გამოცდიდან ერთი აპლიკანტი მოხსნეს. ფაქტის შესახებ EDU.ARIS.GE-ს გამოცდიდან გამოსულმა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა უამბო.

,,ერთი ბავშვი გამოუგდიათ გამოცდიდან. ახლა, რომ გამოვიარე, დერეფანში საუბრობდნენ და ყური მოვკარი“, – გვითხრა აბიტურიენტმა.

EDU.ARIS.GE-მ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გადავამოწმეთ, სადაც ფაქტი დაგვიდასტურეს და აპლიკანტის გამოცდიდან მოხსნის მიზეზი განმარტეს.

,,გორის საგამოცდო ცენტრში ნამდვილად დაფიქსირდა ფაქტი და ერთი აპლიკანტი გამოცდიდან მოიხსნა. მიზეზი ე.წ შპარგალკის გამოყენება გახდა“, – განაცხადეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

2019 წლის ეროვნული გამოცდები უცხოურ ენებში დღეს სრულდება.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური