GE

შს სამინისტროში მისაღები სპეციალური პროფესიული პროგრამები დამტკიცდა

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით შს სამინისტროში მისაღები პირებისთვის და ასევე თანამშრომლებისთვის სპეციალური პროფესიული პროგრამები დაწესდა. შესაბამისი პროგრამის გავლის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს სერტიფიკატს.

სპეციალური პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი, რომელსაც შსს სამინისტრო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს:

1. პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

2. სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ტერიტორიული ორგანოების მართლწესრიგის ოფიცერთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

3. დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

4. გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

5. მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

6. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.

პროგრამაზე ამა თუ იმ კანდიდატის ჩარიცხვა შესაძლებელია მისი მხოლოდ პიროვნული მახასიათებლებიდან (სპეციალური ცოდნა, გამოცდილება ან/და დამსახურება გათვალისწინებით) გამომდინარე, განხორციელდეს მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი ვალდებულია, სპეციალური პროგრამის დასრულების შემდეგ გაიაროს მესაზღვრე-კონტროლიორის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო კურსი.

„2. სპეციალური პროგრამის გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
3. შესაბამისი სპეციალური პროგრამის გასავლელად კანდიდატის ჩარიცხვა, მისი პიროვნული მახასიათებლების (სპეციალური ცოდნა, გამოცდილება ან/და დამსახურება) გათვალისწინებით, შესაძლებელია შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით ამ წესის მე–5, მე–6 ან/და მე–7 მუხლებით გათვალისწინებული ეტაპების გაუვლელად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამებზე პირი ირიცხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 76-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელი ვადით დანიშვნისთანავე. სპეციალური პროგრამის გავლის მიზნით ამ პირთა სიას სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი უგზავნის აკადემიას. ამ პირებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები.
5. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მესაზღვრე-კონტროლიორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალური პროგრამის დასრულების შემდეგ გაიაროს მესაზღვრე-კონტროლიორის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო კურსი.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ პროგრამაზე პირი ირიცხება „სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, სპეციალური მომზადების, გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 3 ივლისის №58 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად”, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური