GE

„შშმ პირების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოყენებული რესურსები“ – ვებინარი GRUNI-ში

25 ოქტომბერს 18:00 საათზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და ამერიკის შშმ პირთა დახმარებისა და მხარდაჭერის კომპანიის – IntellectAbility, ერთობლივი გადაწყვეტილებით, გაიმართება ვებინარი „შშმ პირების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოყენებული რესურსები“.

ვებინარი ინგლისურ ენაზე წარიმართება და ეყოლება ორი სპიკერი:

დოქტორი კრეიგ ესქიუდი – კომპანიის – IntellectAbility, პრეზიდენტი, ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის წევრი;

დოქტორი გიორგი დუღაშვილი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ორგანიზაცია “Special Olympics”-ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სერტიფიცირებული კლინიკური დირექტორი და მისი წარმომადგენელი საქართველოში.

ვებინარის მონაწილეები გაეცნობიან იმ კონკრეტულ რესურსებს, რომლებიც დაეხმარება შშმ პირებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და შესაბამისად, შეიძენენ კლინიკურ კომპეტენციას ამ სფეროში.

დოქტორი კრეიგ ესქიუდი ვებინარის მონაწილე სამედიცინო პერსონალსა და სტუდენტებს შესთავაზებს ონლაინ სასწავლო კურსს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

სასწავლო კურსის მონაწილეები მიიღებენ უწყვეტი განათლების კრედიტებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე.

ვებინარში მონაწილეობისათვის ეწვიეთ ბმულს.

ვებინარის დღის წესრიგი:

18:00-18:15 სთ.
ვებინარის გახსნა;
წამყვანი/მომხსენებელი: პროფ. დოქ. გიორგი დუღაშვილი

18:15-19:15 სთ.
მომხსენებელი: დოქ. კრეიგ ესქიუდი

-The Health Passport
-The Health Risk Screening Tool
-The Clinical Pearls in IDD Healthcare
-The Curriculum in IDD Healthcare eLearn Course
-Purpose
-Course modules
-Description of the pilot project
-Invitation to participate in the pilot

19:15-19:30
დისკუსია

19:30-20:15
მომხსენებელი: პროფ. დოქ. გიორგი დუღაშვილი
-Pain related issues in people with intellectual disabilities
-Communication issues in vulnerable people regarding pain
-Use of the universal pain assessment tool for evaluating pain associated with TMD in people -with an intellectual disability

20:15-20:30
დისკუსია

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
EDU.ARIS.GE =განათლება=