GE

შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონფერენციაში გრუნის პროფესორი ლიანა სირაძე მონაწილეობდა

გრუნის პროფესორი ლიანა სირაძე შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა.

კონფერენცია განიხილავდა ჯანმრთელობის საკითხებს და მის კავშირს გარემოსთან, ამ მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას ბავშვების მუცლად ყოფნიდან მოზრდილობამდე, კოვიდ 19-ის კრიზისს, გარემოს დაბინძურების შედეგად გაზრდილ ჯანმრთელობის რისკებსა და სხვა საკითხებს.

კონფერენციის მიმდინარეობისას ლიანა სირაძემ და ჯანმოს ევროპის ოფიცერმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ამ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ, ისაუბრეს, აგრეთვე, ჯანმრთელობისა და ტრანსპორტის ურთიერთკავშირის, ადამიანზე მორგებულ ბუნებრივ გარემოში ფიზიკური აქტივობის აუცილებლობისა და სხვა საკითხების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ გრუნისა და ჯანმოს თანამშრომლობის თაობაზე. ამ ფარგლებში პირველი ონლაინშეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის რექტორ, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან.

ლიანა სირაძემ მიიღო კონფერენციის სერტიფიკატი შესაბამისი კრედიტქულებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური