GE

სიახლე სტუდენტებისთვის – ERSU-ს გორის კორპუსში სტუდენტები პოლონური ენის შესწავლას შეძლებენ

ევრორეგიონულ უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ კავშირ მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ -ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გორის კორპუსში განხორციელდება პროექტი პოლონური ენის კლუბი.

პოლონური ენის კლუბის მიზანია ევრორეგიონული უნივერსიტეტის სტუდენტებში პოლონური ენის შესწავლა და ცოდნის ამაღლება. პოლონურ ენაში სასწავლო კურსს წარუძღვებიან „ქართლოსი“-ს მოხალისეები, ალისია შტომპკა და მარტინა ვლოსოვიჩი.

პოლონური ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური