GE

სიღარიბის გამო, ოჯახისგან გაყვანილ ბავშვებს სასამართლომ 35 000 ლარი მიაკუთვნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სიღარიბის გამო, მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო.  უწყების მიერ 15 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ PHR ინფორმაციით, ბავშვები, 2 წლის წინ, სოციალურმა სამსახურმა  ოჯახის გაძლიერების გარეშე,  სახლიდან გამოიყვანა და დედას დააცილა. ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს.

ეს გარემოება სასამართლომ უკანონოდ და მიიჩნია და PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. საქმე მოსამართლე დავით წერეთელმა განიხილა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური