GE

სკანდალი ტოკიოში: გოგონებს წლების მანძილზე დაბალ ნიშნებს უწერდნენ, რომ მათთვის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა არ მიეცათ

ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტი აბიტურიენტ გოგონებს გამოცდებში დაბალ ნიშნებს იმიტომ უწერდნენ, რომ მეტი მამრობითი სქესის სტუდენტი მიეღოთ. ამის შესახებ იაპონური მედია იუწყება, რომელსაც სასწავლო დაწესებულებაში სანდო წყარო ჰყავს.

პირველმა მრავალწლიანი გენდერული დისკრიმინაციის შესახებ იაპონურმა გაზეთმა „იომური“ დაწერა. გამომცემლობის მონაცემებით, აბიტურიენტებს ნიშნებს სისტემატურად, რამდენიმე წლის განმავლობაში აკლებდნენ. ყველაფერი ეს უნივერსიტეტში ჩატარებული გამოძიების დროს გამოაშკარავდა, რომელიც სხვა მიზეზის გამო იყო დაწყებული.

უნივერსიტეტი მდედრობითი სქესის აბიტურიენტებს ნიშნებს იმიტომ აკლებდა, რომ ბიჭებისთვის მეტი თავისუფალი ადგილი უზრუნველეყო. სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობა თვლის, რომ ვაჟებს უფრო დიდი შანსი აქვთ თავიანთი პროფესიით დასაქმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში შობადობა მცირდება, საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქალი გათოხვებისა და შვილის გაჩენის შემდეგ  სამსახურს მიატოვებს.

გამომცემლობის ცნობით, სასწავლო დაწესებულებამ გოგონებისთვის ნიშნების დაკლება 2011 წელს დაიწყო. მათი მიზანი ის იყო, რომ მდედრობითი სქესის სტუდენტების რაოდენობა 30%-ზე მაღალი არ ყოფილიყო. გამოცდის შედეგების კორექტირება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2010 წელს ქალების რაოდენობა, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ, წინა წლებთან შედარებით უცებ გაიზარდა. 2018 წელს უნივერსიტეტში მხოლოდ 30 გოგონა ჩაირიცხა, მაშინ როცა ბიჭების როდენობა 141-ს შეადგენდა.

საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა თუ დისკრიმინაცია?

გამომცემლობის ცნობით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ კურსდამთავრებულთა უმრავლესობა პროფესიით არ იუშავებს. პედაგოგოები მიიჩნევენ, რომ ექიმობისთვის მამაკაცები უფრო არიან მზად, ვინაიდან ეს პროფესია ღამის მორიგეობასა და ზეგანაკვეთური სამუშაოს შერსულებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მდედრობითი სქესის აბიტურიენტებისთვის „ნიშნების კორექტირების“ პრაქტიკას დისკრიმინაციად არ მიიჩნევს. მათი თქმით, პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლების ამგვარად საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავენ. „ისინი სამედიცინო განათლების მიღებაში იმ აბიტურიენტებს ეხმარებიან, რომლებიც მომავალში თავიანთი პროფესიით იმუშავებენ.“

უნივერსიტეტში ჩაბარებისას გენდერეული დისკრიმინაციის არსებობაზე ცნობილი სხვა საკითხის გამოძიებისას გახდა. სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებულმა  სკოლამ განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილი ქრთამის საფუძველზე მიიღო. აღნიშნულ საქმეს ტოკიოს რაიონული პროკურატურა იძიებს.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური