GE

„სკოლა და მშობელი ბულინგის წინააღმდეგ ერთ გუნდად უნდა მუშაობდეს, სწორედ ესაა კონტრაქტის გაფორმება“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრაცია და მშობელი ერთ გუნდად უნდა მუშაობდეს იმისთის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო. მისი განმარტებით, სწორედ ამას გულისხმობს სკოლასა და მშობელს შორის ბულინგის წინააღმდეგ კონტრაქტის გაფორმება.

„ბულინგი და აგრესიის თემა არ არის მხოლოდ სკოლებში და არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არის მთელი მსოფლიოს პრობლემა. აქ ცალსახად მინდა აღვნიშნო,  რომ ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ  აგრესიის დონემ  დაიწიოს სკოლაში, რომ ბულინგი აღმოვფხვრათ, საჭიროა მთელ საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში.

„აქ მშობლების  ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგადად  ოჯახის ჩართულობას. ერთი ინიციატივა, რაც ჩვენ გვაქვს ეს არის ის, რომ მშობლებმა სკოლასთან უნდა გააფორმონ კონტრაქტი. თუ მშობელმა იცის რომ ოჯახში არის რაღაც პრობლემა, ან შეამჩნია ბავშვს, რომ  რაღაც ტიპის პრობლემასთან  აქვს საქმე, აუცილებლად ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული სკოლა და პირიქით. სკოლის მასწავლებლებმა და ხელმღვანელებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მშობელს ამის თაობაზე. ერთ-ერთი რეკომენდაცია მშობლებისთვის არის ის, რომ  მინიმუმ 15 წუთი მაინც თავის შვილს უნდა მოუსმინონ, ესაუბრონ, ეს აუცილებლია. მშობლის ყურადღების გარეშე ბავშვში ხდება აგრესიის დაგროვება და შეიძლება ამოხეთქოს ძალიან ცუდი ფორმით. მშობლის  ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში,  ოჯახის გარემოში, ეს აუცილებელი მომენტია იმისთვის, რომ პრობლემა დავძლიოთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრის განმარტებით, სკოლაში ფსიქოლოგებმა უკვე დაიწყეს მუშაობა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. „ბულინგი არის დასამთავრებელი“, -აღნიშნა ჩხენკელმა.

“მშობლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ შვილის წარმატებისთვის უნივერსიტეტის დიპლომია აუცილებელი, ეს სინამდვილეს არ შეესაბამება”

მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური